რა კეთდება და როდის დასრულდება გომბორის გზის რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტი 67 მილიონია?

რა კეთდება და როდის დასრულდება გომბორის გზის რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტი 67 მილიონია?

გომბორის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება – ამის შესახებ BM.GE-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტი 2022 წლის დასაწყისში დაიწყო და მისი შესრულებისთვის ბიუჯეტიდან 66.7 მლნ ლარია გამოყოფილი.

„გადაადგილების და შეფერხებების მაქსიმალურად შესამცირებლად, 33 კმ-იან გზაზე სამუშაოები წარმოებს სექციურად. პერიოდულად, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე გზაზე გადაადგილების დროებითი რეჟიმები წესდება. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სამუშაოები და მათ შორის, ასფალტის დაგება, მხოლოდ ზაფხულის და შემოდგომის სეზონზეა შესაძლებელი, სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სახელმწიფო უწყების განმარტებით, გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტი, თავის მხრივ, წარმოადგენს ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემის ერთობლივ გადაწყვეტას. აქ მიმდინარეობს როგორც მეწყრული მონაკვეთების პრევენციის ღონისძიებები, ისე რეაბილიტაცია და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება.

„33 კმ-იან სარეაბილიტაციო მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 ხიდს, მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედელი. ასევე, შეკეთდება ტროტუარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი. ამჟამად დასრულებულია სამუშაოები გზის ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთზე. დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და დაწყებულია საფარის გამოცვლისა და მოწყობის სამუშაოები, 4 კმ-მდე მონაკვეთზე დაგებულია ახალი საფარი“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…